პროფესიული განვითარება

პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმის რეფლექსია
მასწავლებლის სახელი და გვარი: ნინო  მახარაშვილი                           
ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 133 . პროფესიული განვითარება
  2. პროფესიულ განვითარებას გეგმავს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.
  3.  კოლეგებს უზიარებს  პედაგოგიურ გამოცდილებას.

 სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა
მუხლი 13.სასწავლო პროცესის დაგეგმვა
2 გაკვეთილის დაგეგმვისას ითვალისწინებს შიდა და საგანთაშორის კავშირებს
მუხლი 131 . სწავლება
3. მოიძიებს და პრაქტიკაში ნერგავს სწავლების ინოვაციურ სტრატეგიებს.
5. ახდენს სკოლაში არსებული რესურსების კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას; მოიძიებს და იყენებს სასწავლო მიზნის შესაბამის რესურსებს, მათ შორის - ციფრულს
მუხლი 132 . სასწავლო პროცესის შეფასება
 1. მასწავლებელი აანალიზებს შეფასების ტიპებისა და მეთოდების დადებით მხარეებს, რისკფაქტორებს; ქმნის შეფასების სქემებს, რუბრიკებს კლასისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.
       მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა სწავლისა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება. ამიტომ, პროფესიული განვითარების გეგმის შედგენამდე დავადგინე ჩემი მოსწავლეების საჭიროებები. სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ჩემს მოსწავლეებში განვითარებას საჭიროებს შემდეგი უნარები:
Ø  თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის;
Ø  მსჯელობის, ანალიზის, დასკვნების გაკეთება
Ø  კომუნიკაციის;
Ø  დროის ეფექტურად გამოყენების;
Ø  უჭირთ საგანთაშორისი კავშირების დანახვა  და მიღებული ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
Ø  კვლევის;
Ø  კრიტიკული აზროვნების;
აღნიშნული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია საგაკვეთილო პროცეში. ტრენინგების გავლის შემდეგ , დავგეგმე ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი.       წინასწარ ვგეგმავ გაკვეთილს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.მოსწავლეებს ვუხსნი სწავლის სხვადასხვა ხერხებს, რომელთა გამოყენებაც დაეხმარება მათ ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მასალის გაგებასა და ათვისებაში.მიზნიდან გამომდინარე ვიყენებ სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს (ღიას, დახურულს). ვაკეთებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებსვქმნი შეფასების რუბრიკებს. ვიყენებ სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს ტრანსფერის უნარის განვითარებაში.
თითოეული ტრენინგის შემდეგმიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება დავიწყე  საგაკვეთილო პროცესში. დავგეგმე სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები  „მოქმედებები ათწილადებზე“, „ფიგურათა ფართობებიდა სხვაგაკვეთილების მსვლელობისას გამოვიყენე სხვადასხვა სტრატეგია: სლაიდ_შოუებისა და  კოგნიტური სქემების გამოყენება, გონებრივი იერიში,  კითხვარებზე მუშაობა, ინერაქტიური მინილექცია, პრეზენტაცია, გაკვეთილზე გამოვიყენე ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმა: მთელ კლასთან მუშაობა, ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფური მუშაობა. მოსწავლეებს ვაფასებდი  მათთან  ერთად წინასწარ შემუშავებული რუბრიკებით. გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. შევაფასე მსჯელობის, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის უნარები, აგრეთვე სოციალური უნარები. გაკვეთილებზე მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, ინტერესი. ხელი შეუწყო მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარების განვითარებას.
     პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში  დიდი დახმარება გამიწია  ინტელის სასწავლო კურსისპროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებაგავლამ. (2014 წლის მაისი).  ტრენინგებზე განვიხილეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა მოსწავლეებისთვის. ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლებისთვის,  21– საუკუნის უნარჩვევების ჩამოყალიბების გზებსა და საშუალებებზე. ვისწავლე ბროშურების,ბუკლეტების  შექმნა  და ბლოგზე ატვირთვა. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის აუცილებლობა. გავეცანი პროექტის შეფასების გზებსშეფასების სხვადასხვა მეთოდს, შევქმენი დროში გაწერილი შეფასების გეგმა, მოვახდინე შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. განვიხილეთ, როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის პასუხისმგებლობით გამოყენება, საავტორო უფლებების დაცვა. ასევე, დავგეგმე და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციისბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასე პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ და გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები,ჩეკლისტები. ვისწავლე ბლოგის დიზაინის შეცვლა, გვერდების დამატება, ბლოგის მმართველ პანელში გადასვლა, ფაილის ჩაშენება, პრეზენტაციების ჩაშენება, ინტერნეტში დოკუმენტების გაზიარება და საიტების ბმულების გაკეთება და . . (მასალები იხმისამართზე: http://ninomakhashvili6.blogspot.com/)
შეძენილი ცოდნა და უნარები დამეხმარა, ეფექტურად დამეგეგმა ინტეგრირებილი  პროექტი მათემატიკასა და რკონომიკაში მინდა ფული,მინდა მანქანა,ბიზნესი მინდადა გავსულიყავი დასახულ მიზნებსა და შედეგებზე.
                შევადგინე მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გავითვალისწინე თემის შესაბამისობა ესგ-ს შედეგებთან და ინდიკატორებთან, გავაანალიზე პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები, მათი თავიდან აცილების გზები. შევეცადე ისე დამეგეგმა პროექტი,რომ მოსწავლეებმა პროექტის მსვლელობისას შეძლონ პასუხის გაცემა ყველა დასმულ კითხვაზე. შევადგინე შეფასების დროის ჩარჩო, გავითვალისწინე მოსწავლეთა შეფასება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 133 . პროფესიული განვითარება
3. კოლეგებს უზიარებს პედაგოგიურ გამოცდილებას
3 წელი ვმუშაობდი სქემაში ჩართული მასწავლებლების მონიტორინგის კონსულტანტად და ყველა ტრენინგის,კონფერენციის თუ სამუშაო შეხვედრების მერე ჩემს კოლეგებს ვაცნობდი  განათლების სისტემაში დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებს.ასევე ვისწრებდი გაკვეთილებზე და ვაანალიზებდით ერთად ყველა მეთოდის თუ სტრატეგიის გამოყენების ეფექტურობას.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 137 . სწავლება
5. კოლეგებთან ერთად იკვლევს რესურსების ეფექტიანობას, სრულყოფს არსებულს ან ქმნის ახალს.
კათედრის  სხდომებზე კი შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები და სქემები, თემატურ-კალენდარული გეგმები. ვაანალიზებდით შემაჯამებელი წერების შედეგებს და კატის გამოცდების შედეგებს .ვეძიებდით და ვგეგმავდით  მოსწავლეების სწავლის შედეგების ასამაღლებლად სწავლების ინტერაქტიურ მეთოდებს.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 13. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
4. მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გეგმავს კლასგარეშე აქტივობებს.

                მოსწავლეების გამოკითხვამ მიჩვენა, რომ მათ აინტერესებთ ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა. დავგეგმე და განვახორციელე კონკურსი „მათემატიკის სამყაროში“. ასევე თვეში ერთხელ ვატარებდი ვიქტორინებს სახალისო მათემატიკა”მასალები განთავსებულია ჩემს პორტფოლიოში. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ V-IX კლასების მოსწავლეები. ელექტრონულად  შევქმენი კითხვების ბანკი, დავგეგმე კონკურსის მიმდინარეობა. კონკურსი წარიმართა სამ ეტაპად. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა დიპლომი. კონკურსმა აჩვენა, რომ ამ ტიპის აქტივობებში მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი, ამიტომ მომავალშიც ვგეგმავ მსგავსი კონკურსების დაგეგმვას და განხორციელებას.
         სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მათემატიკის

            მასწავლებელი:                          ნინო მახარაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий